ავტორიზაცია

სრული სია — ფეხბურთელები, რომლებსაც ბარსელონას ლეგენდის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭათ

სრული სია — ფეხბურთელები, რომლებსაც ბარსელონას ლეგენდის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭათ
თარიღი 18 Feb 2025, 19:36
ბარსელონაში 125-წლიანი ისტორიის განმავლობაში ათასობით ფეხბურთელს უთამაშია, კლუბის ლეგენდის სტატუსი კი ოფიციალურად 109 მოთამაშეს აქვს.

როგორც წესი, ბარსა ფეხბურთელს ლეგენდის სტატუსს გუნდის დატოვებისთანავე ანიჭებს (თუ ამას იმსახურებს), მაგრამ კატალონიურმა გრანდმა აღნიშნულ სიას 5 მოთამაშე მოგვიანებით დაამატა - "ბლაუგრანას" ოფიციალურ საიტზე კლუბის ლეგენდათა სექციას, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი გოლების ავტორები, - ჟულიანო ბელეტი, პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია, ივან რაკიტიჩი და ნეიმარი შეუერთდნენ. ეს მაშინ მოხდა, როცა სიიდან გოგოს გაუპატიურების გამო დანი ალვესი ამოიღეს (თუმცა, ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეგენდების სექციაში მალევე დააბრუნეს) - როცა კლუბში დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გამტანების სიაში არყოფნა უცნაურად ჩანდა.

ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც ლეგენდის სტატუსი მიენიჭა, სერჟი რობერტოა, უახლოეს მომავალში კი, ამ სიას, დიდი ალბათობით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც შეემატება.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი ამ სიაში გუნდის დატოვებამდეც იყო.

სრული შემადგენლობა ასეთია:

• სერჟი რობერტო
• ჟორდი ალბა
• სერხიო ბუსკეტსი
• ჟერარ პიკე
• დანი ალვესი
• ლეო მესი
• ლუის სუარესი
• ივან რაკიტიჩი
• ანდრეს ინიესტა
• ნეიმარი
• პედრო როდრიგესი
• ჩავი ერნანდესი
• ვიქტორ ვალდესი
• კარლეს პუიოლი
• დავიდ ვილია
• სამუელ ეტო'ო
• დეკუ
• რონალდინიო
• ჟულიანო ბელეტი
• ფილიპ კოკუ
• პატრიკ კლუივერტი
• რივალდო
• რონალდო ნაზარიო
• ლუის ენრიკე
• სერჟი ბარჟუანი
• რომარიო
• ხრისტო სტოიჩკოვი
• ალბერტ ფერერი
• პეპ გვარდიოლა
• რონალდ კუმანი
• ჩიკი ბეგირისტაინი
• გილიერმო ამორი
• მიკაელ ლაუდრუპი
• ხოსე მარი ბაკერო
• ანდონი სუბისარეტა
• გარი ლინეკერი
• დიეგო არმანდო მარადონა
• ხულიო ალბერტო მორენო
• ვიქტორ მუნიოსი
• ფრანსისკო ხავიერ გონსალეს ურუტიკოეჩეა
• ბერნდ შუსტერი
• ენრიკე კასტრო "კინი"
• ხოსე რამონ ალეშანკო
• ალან სიმონსენი
• ფრანსისკო ხოსე კარასკო
• ჰანს კრანკლი
• ანტონიო ოლმო
• იოჰან ნეესკენსი
• პედრო მარია არტოლა
• ხოსე ვისენტე სანჩესი
• მიგელ ბერნარდო ბიანკეტი "მიგელი"
• იოჰან კრუიფი
• ხუან მანუელ ასენსი
• მარსიალ პინა
• ენრიკე ალვარეს კოსტასი
• ანტონი ტორესი
• კარლეს რეშაკი
• ფრანსისკო ფერნანდეს "გალიეგო"
• ჟოაკიმ რიფე
• ჟოზეპ მარია ფუსტე
• ელადიო სილვესტრე
• ხულიო სესარ ბენიტესი
• ხესუს მარია პერედა
• ხოსე ანტონიო სალდუა
• სალვადორ სადურნი
• ზოლტან ციბორი
• შანდორ კოჩიში
• ენრიკ გენსანა
• ევარისტო დე მასედო
• ფერან ოლიველია
• მარტი ვერგესი
• ეულოხიო მარტინესი
• ლუის სუარეს მირამონტესი
• რამონ ვილიავერდე
• ხუსტო ტეხადა
• სიგფრიდ გრასია
• ლადისლაო კუბალა
• ედუარდო მანჩონი
• გუსტაუ ბიოსკა
• ჟოან სეგარა
• ანტონი რამალიეტსი
• ესტანისლაუ ბასორა
• გონსალვო II
• გონსალვო III
• ჟოზეპ სეგერი
• ხუან სამბუდიო ველასკო
• სესარ როდრიგესი
• მარიანო მარტინი
• ჟოზეპ ვალიე
• ფრანსესკ კალვე
• ჟოზეპ ესკოლა
• მარტი ვანტორლა
• რამონ საბალო
• ანხელ აროჩა
• ფერენც პლატკო
• ვისენს პიერა
• რიკარდო სამორა
• ჟოზეპ სამიტიერი
• აგუსტი სანჩო
• ემილი საგი-ბარბა
• ვისენს მარტინესი
• რამონ ტორალბა ლარასი
• პაულინო ალკანტარა
• კარლეს კომამალა
• ჯორჯ პატულო
• უდო შტაინბერგი
• რომა ფორნსი
• არტურ უიტი
• ჟოან გამპერი