ავტორიზაცია

სრული სვლით წინ — არსენალმა საკუთარ მოედანზე ასტონ ვილა დაამარცხა

სრული სვლით წინ — არსენალმა საკუთარ მოედანზე ასტონ ვილა დაამარცხა
თარიღი 31 Dec 2025, 02:36
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ლონდონის არსენალმა მესამეადგილოსან ასტონ ვილას უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 4-1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ხუთივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. მასპინძლებიდან თავი გაბრიელ მაგალაესმა, სუბიმენდიმ, ტროსარმა და გაბრიელ ჟესუსმა გამოიჩეს. სტუმრებიდან კი პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულს უოტკინსმა გაიტანა.

არსენალი 4-1 ასტონ ვილა

გოლები: 1-0 გაბრიელ მაგალიაესი (48'), 2-0 სუბიმენდი (52'), 3-0 ტროსარი (69'), 4-0 გაბრიელ ჟესუსი (78'), 4-1 უოტკინსი (90+5')

19 მატჩის შემდეგ არსენალს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. მომდევნო ტურში მიკელ არტეტას გუნდი ბორნმუთს ესტუმრება.