ავტორიზაცია

"სტაგნაცია უნდა დასრულდეს" | რონალდო ნაზარიო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია

"სტაგნაცია უნდა დასრულდეს" | რონალდო ნაზარიო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია
თარიღი 17 Dec 2024, 20:15
ოფიციალური ინფორმაციით, რონალდო ნაზარიო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

"20 წლის განმავლობაში სტაგნაცია იყო, პერსპექტივის გარეშე - ამით ყველა უკმაყოფილოა.

ფხიზლად უნდა ვიყოთ. ეს ადმინისტრაციული სკანდალები ბრაზილიურ ფეხბურთს არ არგებს. სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ხშირად ქუჩაში ხალხი ჩემთან მოდის და მთხოვს, რომ ისევ ვითამაშო, რადგან ეროვნული ნაკრები ცუდ მდგომარეობაშია" - განაცხადა ნაზარიომ.

რონალდო რეალ ვალიადოლიდის პრეზიდენტიცაა. ბრაზილიელმა კომენტარი არ საკითხზეც გააკეთა: "ახლა, კლუბის პოტენციურ გაყიდვაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ტრანზაქცია უნდა დავასრულოთ. ეს დაბრკოლება არ იქნება."

ამჟამად, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას ედნალდო როდრიგესი იკავებს. ამ უკანასკნელს მანდატი 2026 წლის მარტამდე აქვს, არჩევნები კი 1 წლით ადრე უნდა ჩატარდეს.