სტეფანო პიოლი ალ-იტიჰადს ჩაიბარებს

"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დასვენებას არ აპირებს.
მოსალოდნელია, რომ სპეციალისტი უახლოეს დღეებში საუდის არაბეთიდან "ალ-იტიჰადის" მთავარი მწვრთნელი გახდება.
როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, კლუბს გარიგების დასრულება უკვე ოთხშაბათს შეუძლია.