ავტორიზაცია

სტივენ ჯერარდის გუნდი ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერზე მუშაობს

სტივენ ჯერარდის გუნდი ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 30 აგვ 2023, 23:39
ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერის შემდეგ, საუდის არაბეთის კლუბი „ალ იტიფაკი“, რომელსაც სათავეში სტივენ ჯერარდი უდგას, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერზე ამუშავდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და „პსჟ“ მზადაა ფეხბურთელის წასვლას მწვანე აუნთოს.

ვეინალდუმი პარიზული კლუბის პროექტში აღარ შედის და ახლა მხოლოდ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა სათამაშოდ საუდის არაბეთში გადასვლას.

მთელი ზაფხულია ვეინალდუმი „პსჟ-ს“ ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს და ის მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის.