ავტორიზაცია

სტრასბურგი ტოტენჰემის მცველის შეძენას შეეცდება

სტრასბურგი ტოტენჰემის მცველის შეძენას შეეცდება
თარიღი 19 ივლ 2023, 14:03
ფრანგული "სტრასბურგი" "ტოტენჰემის" ცენტრალური მცველის დავიინსონ სანჩესის შეძენით ინტერესდება. 

ჟურნალისტ მატეო მორეტოს თქმით, კლუბები ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

წყარო იუწყება, რომ მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან შეთანხმებისგან. 

"სტრასბურგს" ასევე უჭირს სანჩესის მოთხოვნილი ხელფასის დაკმაყოფილება. თუმცა ფრანგული გუნდი ჯერ არ ნებდება.