სტრასბურგმა მარსელის მცველი ერთწლიანი იჯარით დაიმატა
"სტრასბურგმა" "მარსელის" მცველის, ლუკას პერინის იჯარით დამატება დაადასტურა.
22 წლის ფრანგი ახალ გუნდში 2021/22 წლების სეზონს გაატარებს.
გასულ სეზონში პერინმა "მარსელის" მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.