ავტორიზაცია

სტრასბურგმა მონაკოს ნახევარმცველი ინათხოვრა

სტრასბურგმა მონაკოს ნახევარმცველი ინათხოვრა
თარიღი 17 Jul 2021, 23:52

"მონაკოს" ნახევარმცველი, ჟან-ედ აოლუ მომავალ სეზონში "სტრასბურგში" ითამაშებს.

27 წლის კოტდ'ივუარელი ახალ გუნდში ერთწლიანი იჯარით გადავიდა, შემდგომი შესყიდვის უფლებით.

გასულ სეზონში აოლუმ სწორედ "სტრასბურგში" იასპარეზა, აგრეთვე არენდით. მან 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი შეაგდო და 2 ასისტიც მიითვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ "მონაკომ" აოლუ "სტრასბურგიდან" 2018 წელს 14 მილიონ ევროდ იყიდა, თუმცა მას შემდეგ მონაკოელთა მაისურით მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა.