სუარესი: "იმდენ გამაყუჩებელს ვიღებ, 5-10 წელიწადში ფეხბურთს მეგობრებთან ერთადაც ვეღარ ვითამაშებ"
ლუის სუარესმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა.
„მუხლის ბოლომდე გაშლა არ შემიძლია. ეს ბარსელონაში 2020 წელს ჩატარებული ოპერაციის შედეგია. გამოჯანმრთელებაზე სამი თვე ვმუშაობდი, შემდეგ კი პანდემია დაიწყო, ლოქდაუნი გამოცხადდა და ბოლო ერთი თვე მარტო, სახლში მიწევდა მუშაობა, რაც ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც როცა ფიზიოთერაპევტი მოდის და მუხლს გიშლის.
მუდმივად მოჭერილობას ვგრძობ. კარგია, როცა მუხლი არ მისივდება. სითხე რომ დაგროვდეს, ვერც გავამოძრავებ.
მატჩის წინ სამ გამაყუჩებელს ვსვამ, კიდევ ერთს - მეორე დილით, ასევე ვიყენებ „ვოლტარენსაც“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე.
საქმე მხოლოდ მუხლს არ ეხება, ზოგჯერ სხვა ნაწილებიც მაწუხებს, მაგალითად წელი - ამის გამო, ვკოჭლობ კიდეც. ყოველთვე მიწევს პროცედურების ჩატარება, გამომდინარე იქიდან, რა ტკივილს განვიცდი.
საკუთარ მომავალზე უნდა დავფიქრდე. მოვა დრო, როცა 5-10 წლის შემდეგ, მეგობრებთან ერთად მომინდება პადელ-ტენისის ან ხუთი-ხუთზე ფეხბურთის თამაში და ამასაც კი ვერ მოვახერხებ. ყველაფერია გასათვალისწინებელი.“, - აღნიშნა ურუგვაელმა.