ავტორიზაცია

სუარესის აგენტი: "ლეო მესის მომავალი სუარესზე იქნება დამოკიდებული"

სუარესის აგენტი: "ლეო მესის მომავალი სუარესზე იქნება დამოკიდებული"
თარიღი 27 აგვ 2020, 01:43
თითქმის ყველგან იწერება, რომ "ბარსელონას" ლეგენდა ლეო მესი ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ბარსელონას" ფორვარდის, ლუის სუარესის აგენტმა გააკეთა.

"მესის მომავალი სუარესზე იქნება დამოკიდებული. ისინი კარგი მეგობრები არიან როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა.

შესაბამისად, თუ სუარესი ბარსაში დარჩენას გადაწყვეტს, ლეოც დარჩება, თუ არადა, ორივენი წავლენ", - ამბობს აგენტი.