"სულ მინდოდა მიმებაძა, თუ როგორ ცხოვრობდა ის" - ხვიჩა კვარაცხელია

ლეგენალურმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, თავის პოდკასტში მიიწვია და საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

რიო ფერდინანდი: "კვარა, კრის ვადლი გაგიგია? - 80-იანი წლების ინგლისელი ფეხბურთელი იყო. როცა შენ თამაშს ვუყურებ, მისი თამაში მახსენდება. ერთნაირი სტილი გაქვთ. სახლში რომ წახვალ, მის ვიდეოებს აუცილებლად უყურე. ისე, გყავს ფეხბურთელი, ვინც შენთვის მისაბაძია?"
ხვიჩა კვარაცხელია: "კრიშტიანო რონალდუ ჩემი კუმირია. ის ჩემგან განსხვავებულად თამაშობდა, მაგრამ ბავშვობაში სულ მის თამაშებს ვუყურებდი."
რიო ფერდნინანდი: "რა თვისება გადაიღე შენი კუმირისგან?"
ხვიჩა კვარაცხელია: "პროფესიონალიზმი. ყველამ ვიცით, რომ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სულ მინდოდა მიმებაძა, თუ როგორ ცხოვრობდა ის. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ უფრო მეტად პროფესიონალიზმი."
რიო ფერდნინანდი: "შენს თამაშებს ხშირად ვუყურებ და ვერ ვხვდები, როგორ ატყუებ მეტოქეებს? ეს ინსტიქტია თუ მცველის მოძრაობებს უყურებ?"

ხვიჩა კვარაცხელია: "ალბათ, უფრო ინსტიქტი. ვცდილობ, ყველაფერი მალე გავაკეთო და წინ სწრაფად წავიდე, რადგან დიდი დრო არაა. სხეულს ვამოძრავებ, ცრუ მანევრებს ვაკეთებ, რათა მეტოქეს თავგზა ავუბნიო. მათ თამაშებსაც ვუყურებ ხოლმე, მაგრამ მეტწილად, ყველაფერი ინსტრიქტებით ხდება."
რიო ფერდინანდი: "ვინ არის მცველი, ვისთან თამაშიც ყველაზე მეტად გიჭირს?"
ხვიჩა კვარაცხელია: "საფრანგეთში ბევრი კარგი მცველია, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ ზოგადად ალექსანდრ-არნოლდს დავასახელებდი. ის კარგი მცველია. რაც პსჟ-ში ვთამაშობ, მასზე ძლიერი მცველის წინააღმდეგ არ მითამაშია."

რიო ფერდინანდი: "დიდი ფეხბურთელების ვიდეოებს ხშირად უყურებ ხოლმე?"
ხვიჩა კვარაცხელია: "ფეხბურთის ვიდეოებს ხშირად ვუყურებ. თუნდაც, დოკუმენტურ ფილმებს ამა თუ იმ პერსონაზე და ბევრ რამეს ვსწავლობ. დაახლოებით ერთი თვის წინ, რონალდინიოს ვიდეოებს ვუყურებდი და ვტკბებოდი. რასაც ის ბურთთან ერთად აკეთებდა, საოცრება იყო. არის ხოლმე მომენტები, რომელიც მეც მინდა გავიმეორო და ეს მომენტები ჩემს წარმოდგენაში რჩება, რათა მომავალში გამოვიყენო."

რიო ფერდინანდი: "დიახ, მომავალში ახალი თაობა ბევრ რაღაცას შენგანაც ისწავლის. პსჟ-ს შემტევ ტრიოზე მინდა გკითხო. საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ხართ. რას იტყვი ამაზე?"
ხვიჩა კვარაცხელია: "მწვრთნელმა იცის, რომ შეტევაში დიდი პოტენციალი გავქვს. ასევე, ის ყოველთვის გვეუბნება, რომ შეტევასთან ერთად, დაცვაშიც ვითამაშოთ, რაც მნიშვნელოვანია. როცა კონტესთან ვმუშაობდი, გავაანალიზე, რომ ტაქტიკურად დაცვაში თამაში მნიშვნელოვანია და კონტე ამ კომპონენტის განვითარებაში დამეხმარა. ნუნო მენდეშს დაცვაში ვეხმარები ხოლმე და მასთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია, რათა მითხრას, რა არის იმ მომენტში მისთვის უკეთესი"

რიო ფერდინანდი: "როცა საფრანგეთში ჩამოხვედი, ადაპტაცია მალევე გაიარე. გაგაცნო მწვრთნელმა კონკრეტული გეგმა, რაც შენს მიმართ ჰქონდა?"
ხვიჩა კვარაცხელია: "ლუის ენრიკეს ჩემი მოყვანა გასულ წელსაც სურდა. მეც ძალიან მინდოდა ამ გუნდში თამაში და მოხარული ვარ, რომ ყველაფერი გამოვიდა. მწვრთნელმა მითხრა, რომ თავიდან ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ კონცეტრაცია უნდა შემენარჩუნებინა, შეტევაში კარგები ვართ, მაგრამ დაცვაში თამაშიც არის საჭიროვო. მეც ჩემის მხრივ მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარო"
რიო ფერდინანდი: "მადლობა ხვიჩა, შევხვდებით მიუნხენში"
ხვიჩა კვარაცხელია: "მადლობა!"