ავტორიზაცია

"სულ რომ ლიგაზე გავიდეთ", - კევინ-პრინც ბოატენგი ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს

"სულ რომ ლიგაზე გავიდეთ", - კევინ-პრინც ბოატენგი ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს
თარიღი 29 Jun 2022, 00:02

გერმანული „ჰერტას“ 35 წლის შემტევმა, კევინ-პრინც ბოატენგმა განაცხადა, რომ 2022/23-სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

ამის შესახებ განელმა ფეხბურთელმა ბერლინური გუნდის სავარჯიშო ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ჯერ კიდევ თამაშის განწყობა მაქვს, მსურს კიდევ მცირე აზარტი მივიღო. ვფიქრობ, ამას ჩემ ვარჯიშებზეც შეატყობდით. არ ვფიქრობ იმაზე, მომეცემა ბუნდესლიგაში სათამაშო დრო, თუ არა. უბრალოდ, კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთი წელი მინდა ვითამაშო. წინა სეზონი არეული გამოვიდა - ზედმეტად ბევრი ექშენი იყო, უსიამოვნო სათაურები და ცუდი შედეგები. კარიერის ამ ნოტაზე დასრულება არ შემეძლო.

თუმცა, ეს სეზონი ნამდვილად იქნება უკანასკნელი ჩემთვის პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში. ამიტომ, ყოველი დღით სიამოვნეაბს ვიღებ, მიუხედავად იმისა, რაც ხდება. ეს ნამდვილად ჩემი ბოლო სეზონია, სულ რომ „ჰერტა“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ რაც შესაძლებელია და შეუძლებელი. ამის შემდეგ კი, მორჩა.“ - აღნიშნა ბოატენგმა.