სუპერგაცვლის მოლოდინში - რომამ და ინტერმა მოლაპარაკებები დაიწყეს
"რომამ" შესაძლოა თავდამსხმელი, ედინ ჯეკო "ინტერის" ფორვარდ ალექსის სანჩესში გაცვალოს, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა 34 წლის ბოსნიელისა და 32 წლის ჩილელის ბარტერზე მოლაპარაკებები დაიწყეს.
მოგეხსენებათ, ჯეკო მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკასთან კონფლიქტის გამო შემადგენლობიდან მოკვეთეს და ტრანსფერზე დააყენეს.
"რომას" კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. სანჩესმა კი 23 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და ორი საგოლე პასიც მიითვალა.