"სურდა თუ არა პსჟ-ს ლევანდოვსკის ყიდვა?" - პრეზიდენტის კომენტარი

ზაფხულში აქტიურად იწერებდა, რომ "პსჟ" პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენით ინტერესდებოდა, თუმცა ის "ბარსელონაში" გადავიდა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზული გუნდის პრეზიდენტმა ალ ხელაიფიმ გააკეთა.
"გვსურდა თუ არა ლევანდოვსკის ყიდვა? - არ ვსაუბრობ იმ ფეხბურთელებზე, ვინც ჩვენი არაა და სხვა გუნდში თამაშობს.
თუმცა დასამალი არაა, რომ ასეთი ტოპ კლასის მოთამაშის ყიდვა ბევრ გრანდს სურდა, საბოლოოდ ის ბარსელონაში წავიდა და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ალ ხელაიფიმ.