ტაკეჰირო ტომიასუ არსენალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ლონდონის არსენალის მცველი, ტაკეჰირო ტომიასუ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება - 25 წლის იაპონელს მოქმედი კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.
ტაკეჰირო ტომიასუ არსენალმა 2021 წელს დაიმატა და 25 წლის ფეხბურთელმა 73 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გაიფორმა.