"თავისუფლებას ვგრძნობ და ჩემთვის ეს ძალიან კარგია" — ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ს მაისურით შედგა — საფრანგეთის ლიგა 1-ში მან რეიმსთან მატჩში ასისტი გაიფორმა და პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში.
მწვრთნელი ძალიან მეხმარება, მიხსნის ყველაფერს, ნელ-ნელა ვეგუები ახალ ტაქტიკას, რაც ჩემთვის ძალიან კარგია იმიტომ, რომ შეტევაში ბევრი როტაციის საშუალება მაქვს, თავისუფლებას ვგრძნობ და ჩემთვის ეს ძალიან კარგია. ყველას მადლობას გიხდით, რომ ჩემს გვერდში ხართ და მეხმარებით" — ხვიჩა კვარაცხელია.
მატჩის დასრულების შემდეგ, 23 წლის ქართველმა შემტევმა La Gazzetta Georgia-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზში ბედნიერი და გუნდი მას ადაპტაციაში აქტიურად ეხმარება.
"პირველ რიგში მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ — ყველა კარგად მექცევა. ვგრძნობ, რომ ერთადერთი რაზეც უნდა ვიფიქრო არის ფეხბურთი და ვარჯიში, დანარჩენი ყველაფერში კლუბი მეხმარება. ბედნიერი ვარ პსჟ-ში ყოფნით, ამ ძალიან კარგ ბიჭებთან, მოთამაშეებთან და მაგარ ფანებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ყველას.