ავტორიზაცია

"თავს უკეთ ვგრძნობ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად" - გიორგი მამარდაშვილი

"თავს უკეთ ვგრძნობ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად" - გიორგი მამარდაშვილი
თარიღი 10 Oct 2025, 18:33
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ესპანეთთან ნაკრებთან თამაშის დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და ურთულესი მატჩი გველის.

ახლა სექტემბრისგან განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ლივერპულში რამდენიმე მატჩი ჩავატარე. საბედნიეროდ, შანსი მომეცა და თამაში დავიწყე. თავს უკეთ ვგრძნობ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და მოახლოვებული მატჩებისთვის მზად ვარ.

იამალის დანაკლისი ესპანეთს აქვს, თუმცა მათ არანაკლებ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

მათ ბევრი ფეხბურთელი დაუგროვდათ ტრავმირებული, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან როგორც ვთქვი, სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავთ და ჩვენ ჩვენს თავებსა და ჩვენს მომზადებაზე უნდა ვიფიქროთ - ბევრი ვირბინოთ, თავი არ დავზოგოთ და პროდუქტიულები ვიყოთ დაცვაში და შეტევაზეც ვიფიქროთ - ეს იქნევა ყველაზე მარტივი გზა ესპანეთთან მოსაგებად,"
 - განაცხადა მამარდაშვილმა.