ავტორიზაცია

თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 05 აგვ 2023, 16:40
"დინამო" თბილისის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს.

ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა "დინამოში", 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს "მალაგას" 16-წლამდე და დონეცკის "შახტარის" 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი "საბურთალოს" აკადემიაშიც იმუშავა.

აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური "საბადელის", ავსტრალიური "ვესტერნ სიდნეი უონდერერსის" და თურქული "კარაბიუკსპორის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. "დინამოში" დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

Fcdinamo.ge