ავტორიზაცია

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა კვიპროსის ეროვნული ნაკრები დატოვოს

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა კვიპროსის ეროვნული ნაკრები დატოვოს
თარიღი 12 Sep 2024, 16:56
კვიპროსული პრესის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან, გეორგოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა. ადგილობრივი გამოცემები, როგორც ამბობენ, მხარეებს შორის შეხვედრა ამ პარასკევს შედგება, სადაც ქართველი სპეციალისტის მომავალი გადაწყდება.

56 წლის მწვრთნელის მუშაობით კვიპროსის ნაკრების გულშემატკივრები კმაყოფილები არ არიან და მისი თანამდებობიდან გაშვებას ითხოვენ. კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი სეზონი ლიეტუვაში გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მეორე ტურში, ქეცბაიას გუნდი კოსოვოსთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა, 0:4.

ქეცბაია კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში 2022 წლიდან მოყოლებული მუშაობს, რა დროშიც ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 20 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 5 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი ფრედ დაასრულა და 13-ჯერ წააგო. ქართველ სპეციალისტს ნაკრებთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.