ტენ ჰაგი საქმეში ბრუნდება — ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას ნიდერლანდელი სპეციალისტი

5 თვიანი პაუზის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგი საქმეში ბრუნდება — ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
55 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტმა კონტრაქტი ტვენტესთან გააფორმა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას 1 თებერვლიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, რიმ ერიკ ტენ ჰაგი ბოლო ლევერკუზენში მუშაობდა, საიდანაც გასული წლის 1 სექტემბერს დაითხოვეს. მანამდე კი 2022-24 წლებში მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა.

