ავტორიზაცია

ტენ ჰაგის თანაშემწემ უარს თქვა აიაქსის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე

ტენ ჰაგის თანაშემწემ უარს თქვა აიაქსის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე
თარიღი 24 ოქტ 2023, 11:27
მიტჩელ ვან დერ გაგი, რომელიც მანჩესტერ "იუნაიტედში" ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტის თანამდებობას იკავებს, კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"აიაქსმა" ორშაბათს გამოაცხადა მორის სტეინის გაშვების გადაწყვეტილება. პოსტის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ვან დერ გაგი ითვლებოდა, რომელმაც ჟურნალისტ სიმონ მალოხის თქმით, ამსტერდამულ გრანდს უარი უთხრა და მანჩესტერ "იუნაიტედში" დარჩენა გადაწყვიტა.

მიტჩელ ვან დერ გაგი "წითელი ეშმაკების" სამწვრთნელო შტაბში 2022 წლის ივლისიდან მუშაობს.