ავტორიზაცია

ტენ ჰაგმა ჩელსი გააკრიტიკა: "ფული გაქვთ, მაგრამ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ"

ტენ ჰაგმა ჩელსი გააკრიტიკა: "ფული გაქვთ, მაგრამ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ"
თარიღი 25 მაი 2023, 10:59
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვნაელობა გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, არისტოკრატებმა დიდი ფული დახარჯეს, თუმცა მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოდიან.

"დიახ, ამ პროცესების უკან არის სტრატეგია, რომელიც ფეხბურთში უმთავრესია და თუ ის არ გაქვს, შედეგი არასდროს იქნება.

ამჟამად, ინგლისში ბევრი ფული იხარჯება, დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და ჩელსიც დიდ ფულს ხარჯავს, თუმცა არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

ამ ფულის უკან დგას სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მისი სწორი ხარჯვა", - განაცხადა ტენ ჰაგმა.