ავტორიზაცია

ტეო მილანს ტოვებს — ფრანგი ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია

ტეო მილანს ტოვებს — ფრანგი ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 03 Jun 2025, 11:58
იტალიური მედიის ცნობით, ტეო ერნანდესის და მილანის 6 წლიანი ისტორია სრულდება — ფრანგი ფეხბურთელი როსონერის დასატოვებლად ემზადება.

27 წლის მარცხენა მცველის დამატება ალ ჰილალს სურს, რომელიც ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და როსონერის მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობს.

ტეო ერნანდესს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და მილანი ალ ჰილალის შეთავაზებას დათანხმდა. ახლა მხოლოდ არაბულ კლუბს და ფრანგ ფეხბურთელს შორის კონტრაქტის დეტალებია შესათანხმებელი. წინასწარი ინფორმაციით, ტეოს ხელფასი საუდის არაბეთში 20 მილიონი ევრო იქნება, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოზე დაახლოებით 4-ჯერ მეტია.