ტეო უოლკოტი: ერთხელ არტეტამ გასახდელ ოთახში გამოგვკეტა, მისი ვენგერსაც კი ეშინოდა
არსენალის ყოფილი ფეხბურთელი, ტეო უოლკოტი ამბობს, რომ არსენ ვენგერს მიკელ არტეტასი ეშინოდა.
"არტეტაზე წარმოდგენა შემეცვალა, როცა არსენალში მასთან თამაშის გამოცდილება მივიღე. იმ დროს ოთხეულში ვერ შევდიოდით. ერთხელ, 30 წუთში სავარჯიშო სესია გვქონდა, როცა მან ყველა მოთამაშე გასახდელ ოთახში გამოგვკეტა, თითქოს უკვე მწვრთნელი იყო.
მიკელი ყველაფერს აკონტროლებდა და რაღაცებს გვიხსნიდა. ის მწვრთნელივით იყო. ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, რომ ის მენეჯერი გახდებოდა.
არსენ ვენგერი ჩვენს გამოსვლას ელოდებოდა, მაგრამ ვერ გამოვდიოდით, რადგან არტეტამ სესია გააჩერა. მიკელს ძალიან ძლიერი ხასიათი ჰქონდა, მისი არსენსაც კი ეშინოდა," - განაცხადა ინგლისელმა.
არტეტა არსენალში 2011-2016 წლებში თამაშობდა, 2019 წლიდან კი ამ კლუბის მთავარი მწვრთნელია.