ავტორიზაცია

The Athletic-მა პრემიერ ლიგის საუკეთესო სტადიონები დაასახელა - ენფილდი მეხუთეა, ეტიჰადი - მე-11

The Athletic-მა პრემიერ ლიგის საუკეთესო სტადიონები დაასახელა - ენფილდი მეხუთეა, ეტიჰადი - მე-11
თარიღი 18 ოქტ 2023, 23:09
The Athletic-მა პრემიერ ლიგის საუკეთესო სტადიონები დაასახელა.

შეფასება ოთხი კრიტერიუმისგან შედგებოდა, საერთო შეფასების 40% დამოკიდებული იყო მატჩისგან შექმნილ ზოგად დამოკიდებულებაზე - ხედი ტრიბუნებიდან, ინფრასტრუქტურა და კომფორტი. 25% მატჩების ატმოსფეროზეა დამოკიდებული, 20% - რამდენად ადვილი მისასვლელია სტადიონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ანუ მისი ადგილმდებარეობა და კიდევ 15% - ესთეტიკაზე.

ყველა ამ კრიტერიუმს შემფასებელი ჯგუფი 10-ბალიანი სისტემით აფასებდა.

ამრიგად, პირველი ადგილი „ტოტენჰემის“ სტადიონს „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმს“ ერგო, მეორეზე კი „ნიუკასლის“ „სენტ-ჯეიმს პარკი“ გავიდა.

1. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმი“ (ტოტენჰემი)

2. „სენტ-ჯეიმს პარკი“ (ნიუკასლი)

3. „ოლდ ტრაფორდი“ (მანჩესტერ იუნაიტედი)

4. „ემირეითსი“ (არსენალი)

5. „ენფილდი“ (ლივერპული)

6. „მოლინე სტედიუმი“ (ვულვზი)

7. „ვილა პარკი“ (ასტონ ვილა)

8. „ბრენტფორდ ქომიუნითი“ (ბრენტფორდი)

9. „სტემფორდ ბრიჯი“ (ჩელსი)

10. „ოლიმპიური სადიონი“ (ვესტ ჰემი)

11. „ეტიჰად სტედიუმი“ (მან სიტი)

12. 12. „სიტი გრაუნდი“ (ნოტინგემი)

13. „ბრემოლ ლეინი“ (შეფილდი)

14. „გუდისონ პარკი“ (ევერტონი)

15. „კრეივენ კოტეჯი“ (ფულემი)

16. „ფალმერ სტედიუმი“ (ბრაიტონი)

17. „ტუფრ მუური“ (ბარნლი)

18. „სელფჰერსტ პარკი“ (კრისტალ პალასი)

19. „კენილვორტ როუდი“ (ლუტონი)

20. „დინ კორტი“ (ბორნმუთი).