ავტორიზაცია

ტიაგო სილვა: "მეორე ტაიმში ფეხბურთის თამაში მხოლოდ ერთ გუნდს უნდოდა"

ტიაგო სილვა: "მეორე ტაიმში ფეხბურთის თამაში მხოლოდ ერთ გუნდს უნდოდა"
თარიღი 11 ივლ 2021, 16:38

ბრაზილიის ნაკრების მცველმა, ტიაგო სილვამ, კოპა ამერიკას ფინალში წაგების შემდეგ, არგენტინის თამაში გააკრიტიკა.

„არგენტინას პირველი ტაიმი უნდა მივულოცოთ, ეს ბრაზილიის ნაკრები ნამდვილად არ ყოფილა. ასეთი დონის მატჩში დამარცხება ძალიან რთულია.

მეორე ტაიმში, თამაში ფიზიკურადა აღარ ტარდებოდა, რადგან ფეხბურთის თამაში მხოლოდ ერთ გუნდს სურდა.

ამით თავს არ ვიმართლებთ, პირველ ნახევარში ჩვენ საკუთარი თამაში ვერ ვაჩვენეთ.“ - აღნიშნა სილვამ.

მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში ანხელ დი მარიამ გაიტანა და არგენტინის ნაკრებს 1993 წლის შემდეგ პირველი დიდი ტურნირი მოაგებინა.