ტიბო კურტუათი ალ-აჰლი სერიოზულად ინტერესდება
ზაფხულში საუდის არაბეთის წარმომადგენელი ალ-აჰლი, მეკარის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. არაბულ კლუბს უკვე ჰყავს შერჩეული კანდიდატი. არაბების მიზანია, რომ კიდევ ერთი სუპერ ვარსკვლავი გადაიბირონ თავიანთ გუნდში, საუბარია მადრიდის რეალის კარის დარაჯზე, ტიბო კურტუაზე.
კურტუა ტრავმის შემდეგ კარგად დაბრუნდა და “სამეფო კლუბი„ მის გასხვისებას არ განიხილავს, კურტუა 32 წლის არის და მას კიდევ არა ერთი სეზონი შეუძლია რეალის კარის დაცვა, მაგრამ თუ არაბები სერიოზულად მოეკიდებიან საქმეს ბელგიელის გადაყვანას შეძლებენ, ფლორენტინო პერეს არა ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ კლუბი ყოველთვის ეცდება განვითარებას და წასული ფეხბურთელების უკეთესად შეცვლას. თუ ალ-აჰლის ხელმძღვანელები კარგ შეთავაზებას გაუგზავნია რეალს არაა გამორიცხული კურტუა ახალა სეზონში ევროპის მიღმა ვიხილოთ. კურტუას და რეალს შორის კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.
ჩელსის ყოფილი კიპერი, მადრიდში სათამაშოდ ჩელსიდან გადავიდა და უკვე 6 სეზონია იცავს რეალის ფერებს ამ დროის მანძილზე, მეკარემ 247 თამაშის ჩატარება მოასწრო, მოიგო სამჯერ ლა ლიგა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ორი სუპერთასი.