ტიერი ანრი, შესაძლოა, უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს
ლეგენდარული ტიერი ანრი ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ახალი სამსახური დაიწყოს.
BBC-ის ინფორმაციით, უელსის ფეხბურთის ფედერაცია ანრის მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს. ევრო 2024-ზე ვერგასვლის შემდეგ, მათ რობ პეიჯი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახალ დამრიგებელს ეძებენ.
ტიერიმ სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს არსენალის 19-წლამდელთა გუნდში დაიწყო, 2016-2017 და 2021-2022 წლებში ბელგიის ნაკრებში ასისტენტი იყო, 2019-2021 წლებში კი მონრეალ იმპაქტშიც იმუშავა. 2023 წლიდან ანრი საფრანგეთი 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია და მიმდინარე წელს ოლიმპიური ნაკრებიც ჩააბარეს.