ტიმო ვერნერი შესაძლოა სენსაციურად ბუნდესლიგაში დაბრუნდეს

ბერლინური „ჰერტა“ „ჩელსის“ ფორვარდის, ტიმო ვერნერის ბუნდესლიგაში სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება.
Sky Germany-ს ინფორმაციით, გერმანიის დედაქალაქური კლუბი შეეცდება, ვერნერის ინგლისური პრობლემებით ისარგებლოს და ფეხბურთელი სამშობლოში დააბრუნოს.
გამომდინარე იქიდან, რომ „ჩელსის“ გერმანელი შემტევი ორი წლის წინ 50-ზე მეტი მილიონი ევრო დაუჯდა, გაურკვეველია, რამდენს დაუფასებს ლონდონური კლუბი „ჰერტას“ ვერნერს.
თავად ფეხბურთელს ბერლინელები კონტრაქტს 2027 წლამდე სთავაზობენ, მას ამ ზაფხულს „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება თავადაც სურს.