ტიმო ვერნერის ტრანსფერი ლივერპულში ორი მიზეზის გამო ჩაიშალა
გერმანელი ფორვარდი, ტიმო ვერნერი, „ლივერპულში“ გადასვლასთან იყო ახლოს.
როგორც ცნობილია, „ჩელსიმდე“ ვერნერით სწორედ „ლივერპული“ ინტერესდებოდა აქტიურად.
როგორც ბრიტანული გამოცემა Express იტყობინება, პირველ რიგში, ვერნერმა მერსისაიდულ გუნდს მაღალი ხელფასი მოსთხოვა და მეორე, მან რობერტო ფირმინოსთან და სადიო მანესთან კონკურენცია არ მოისურვა და მოლაპარაკებების პროცესში, სათამაშო დროის გარანტია მოითხოვა.
მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა“ მას მოთხოვნები ვერ დაუკმაყოფილა, ვერნერმა მოლაპარაკებები „ჩელსისთან“ წამოიწყო, რომელმაც „ლაიპციგზე“ ორჯერ დიდი ხელფასი შესთავაზა და დაუყონებლივ სასტარტო შემადგენლობის წევრად აქცია.