ტიმოშჩუკმა CAS-ში უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
"ზენიტის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ანატოლი ტიმოშჩუკმა სარჩელი შეიტანა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის (UAF) წინააღმდეგ.
მიზეზი მწვრთნელის ლიცენზიისა და ტიტულების ჩამორთმევის გადაწყვეტილება გახდა.
უკრაინაში ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ტიმოშჩუკი აგრძელებს რუსეთში მუშაობას, მიუხედავად რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიისა.