ავტორიზაცია

ტიტე: "ეს იყო ანტიფეხბურთი, ასეთ დიდ ტურნირებზე მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს"

ტიტე: "ეს იყო ანტიფეხბურთი, ასეთ დიდ ტურნირებზე მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს"
თარიღი 11 ივლ 2021, 16:35

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, კოპა ამერიკის ფინალზე (0:1) ისაუბრა.

„მატჩის ორგანიზაცია საუკეთესო დონეზე არ იყო, მოედანიც ცუდ მდგომარეობაში იყო, ფეხბურთელებს ზედმეტ რისკზე უწევდათ წასვლა.

ასეთ დიდ ტურნირზე მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. მე ვამბობ კონკრეტულად ამაზე პასუხისმგებელ ადამიანზე, ალეხანდრო დომინგესზე, კონმებოლის პრეზიდენტზე.

თამაში ხან წყდებოდა, ხან გრძელდებოდა. ჩვენ თამაში გვსურდა, მაგრამ ეს იყო ანტიფეხბურთი. მუდმივად ჩაყვინთვა ჯარიმის ხათრით, შემდეგ კი თამაშის განახლებას ისევ უამრავი დრო სჭირდებოდა.

რეფერი თამაშს ვერ აყვა. სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ თამაში მაქსიმალურად ხშირად შეწყვეტილიყო.“ - აღნიშნა ტიტემ.