ავტორიზაცია

თითქმის გადაწყვეტილია: საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩისთვის მეტოქე შეარჩია

თითქმის გადაწყვეტილია: საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩისთვის მეტოქე შეარჩია
თარიღი 26 Mar 2025, 15:05
საქართველოს ნაკრებს მომდევნო ოფიციალური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სექტემბერში, თურქეთის წინააღმდეგ ელის.

ვინაიდან იქამდე დიდი დროა დარჩენილი, საქართველო 2 ამხანაგურ შეხვედრას გეგმავს.

LaGazzetta.ge-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების მეტოქე ფარერის კუნძულები იქნება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია.

ფარერის კუნძულები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას 9 ივნისიდან იწყებს, საქართველოს ნაკრებთან კი 5 ივნისს ითამაშებს. თუ რამე არ შეიცვლება, ეს ინფორმაცია მალე გაოფიციალურდება.