ავტორიზაცია

ტიტული ინგლისში მიდის - ვესტ ჰემმა ფიორენტინას ბრძოლაში აჯობა

ტიტული ინგლისში მიდის - ვესტ ჰემმა ფიორენტინას ბრძოლაში აჯობა
თარიღი 08 ივნ 2023, 01:05
უეფა კონფერენც ლიგის ფინალში ერთმანეთს „ფიორენტინა“ და „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა პრაღაში „ფორტუნა არენაზე“ გაიმართა 17363 მაყურებლის წინაშე და ინგლისური გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 62-ე წუთზე საიდ ბენრაჰმამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, თუმცა ხუთ წუთში წონასწორობის აღდგენა ბონავენტურამ მოახერხა.

საბოლოოდ, გამარჯვების გოლი ბოუენმა 90-ე წუთზე ლუკას პაკეტას პასით გაიტანა და „ვესტ ჰემს“ ევროტურნირზე გამარჯვება 1980 წლის შემდეგ პირველად მოუტანა.

ამ მოგებით „ჩაქუჩებმა“ მომდევნო წლის ევროპა ლიგაზე მონაწილეობა ოფიციალურად გაინაღდეს.