ტობოლთან ერთად - ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე ტობოლთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.
ყაზახური პრემიერლიგის ბოლო ტურში კოსტანაელებმა სტუმრად 2-0 აკჟაიკი დაამარცხეს და ამ მოგების შემდეგ გაიფორმეს ჩემპიონის ტიტული.
ელგუჯა ლობჯანიძე კოსტანაელებს სეზონის სტარტზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ ტობოლის მაისურით 26-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
გასულ წლებში ტობოლში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობდნენ, თუმცა გუნდთან ერთად ტიტულის მოგება ვერ მოახერხეს.