ავტორიზაცია

ტომას ფრანკმა ანტირეკორდი დაამყარა — დანიელი სპეციალისტის სტატისტიკა ტოტენჰემში

ტომას ფრანკმა ანტირეკორდი დაამყარა — დანიელი სპეციალისტის სტატისტიკა ტოტენჰემში
თარიღი 11 Feb 2026, 17:27
ლონდონის ტოტენჰემის ხელმძღვანელობამ ტომას ფრანკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა და მის შემცვლელს უკვე აქტიურად ეძებს.

52 წლის დანიელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში ტოტენჰემმა 38 მატჩიდან მხოლოდ 13 მოიგო.

ტომას ფრანკმა ინგლისის პრემიერ ლიგის ანტირეკორდი დაამყარა — ჩემპიონატის ტოპ 6 გუნდში მასზე დაბალი მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი (27%) არცერთ სპეციალისტს ჰქონია.