ავტორიზაცია

ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრებში

ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრებში
თარიღი 12 Oct 2024, 16:13
გერმანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გერმანელების თქმით, ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს ტომას ტუხელის გუნდში მოყვანაზე. ინგლისის ფედერაციასა და ტუხელს შორის კონტაქტი უკვე შედგა და გერმანელი სპეციალისტი არაა წინააღმდეგი “სამი ლომის“ ჩაბარების. 

ტუხელი ბოლოს ბაიერნში მუშაობდა, საიდანაც 2024 წელს დაითხოვეს და მას მერე ტუხელი ახალი სამსასხურის ძიებაშია. კარიერის მანძილზე არასოდეს არ ყოფილა ნაკრების მწვრთნელი და მისი ხილვა ინგლისის ეროვნულ გუნდში ძალიან საინტერესო იქნებოდა. 

ამ წუთისთვის ინგლის ლიი კარსლი წვრთნის, რომელიც დრორებითი მწვრთნელი და ის თავის პოსტს მალე დაემშვიდობება.