ტომას ტუხელის ინგლისის ნაკრებში დანიშვნა გადაწყდა!

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტომას ტუხელის ინგლისის ნაკრებში დანიშვნა გადაწყდა - მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
წყაროს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი და ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია 18-თვიანი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ, რაც მალე ოფიციალური გახდება.
როგორც Sky Sports იტყობინება, ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ხვალ, უემბლიზე ტომასს "სამი ლომის" მთავარ მწვრთნელად წარადგენს. მისი წლიური ხელფასი £5 მილიონი იქნება.
Times Sport-ის ცნობით, ტუხელმა ინგლისის ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა.