ავტორიზაცია

თომას ტუხელმა სამშობლოში დაბრუნება იუარა - ვინ ეპატიჟებოდა ჩელსის ექს-მწვრთნელს?

თომას ტუხელმა სამშობლოში დაბრუნება იუარა - ვინ ეპატიჟებოდა ჩელსის ექს-მწვრთნელს?
თარიღი 04 ოქტ 2022, 21:12
ლევერკუზენის „ბაიერმა“ მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის დანიშვნა სცადა. 

როგორც Sport1 წერს, „ფარმაცევტები“ „ჩელსის“ ექს-სპეციალისტს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი მწვრთნელი ჯერარდო სეოანე წარუმატებელ შედეგებს აფიქსირებს. 

თუმცა, ტუხელმა, რომელმაც „ჩელსი“ სექტემბერში დატოვა, „ლევერკუზენის“ გაწვრთნაზე უარი თქვა. 

8 ტურში „ბაიერმა“ ბუნდესლიგაში 5 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილს იკავებს. დღეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუს“ დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ ტუხელმა „ჩელსი" 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.