თომაშ ჰოლეში: ხვალ ხვიჩა კვარაცხელია მე უნდა ავიყვანო

ერთა ლიგის ბოლო ტურში, საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, თომაშ ჰოლეშმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"საქართველომ დიდი დარტყმა მოგვაყენა და კარგად გვახსოვს, რომ 1-4 წავაგეთ. ახლა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. საქართველოს ძლიერი შემტევები ჰყავს და დაცვაში ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ხვალ, ხვიჩა კვარაცხელიას აყვანა მომიწევს. გეთანხმებით, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული შემტევია, თუმცა გვაქვს გარკვეული ტაქტიკა, რასაც ახლა ვერ ვიტყვი. ვიდეოები ამოვჭერით, რომ მისი და ზოგადად საქართველოს ნაკრების თამაში შეგვესწავლა," - განაცხადა ჰოლეშმა.
ჩეხეთი-საქართველოს დაპირისპირება სტარტს ხვალ, 23:45 საათზე აიღებს.