ავტორიზაცია

ტონალის აგენტი: "ამ ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი მარტოდ არ იგრძნონ"

ტონალის აგენტი: "ამ ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი მარტოდ არ იგრძნონ"
თარიღი 17 ოქტ 2023, 17:54
იტალიის ნაკრებისა და "ნიუკასლის" ნახევარმცველის სანდრო ტონალის წარმომადგენელმა ჯუზეპე რისომ ფეხბურთელის აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

„ამ ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია, თავი მარტოდ არ იგრძნონ. სანდრო ახლა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს თამაშობს, აზარტულ დამოკიდებულების მატჩს, ამ თამაშსაც მოიგებს. 

ახლა ის ცოტა შოკირებულია. მადლობას ვუხდი ნიუკასლს მხარდაჭერისთვის, სანდროს შეუძლია შაბათს თამაში ", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Gazzetta dello Sport.