ავტორიზაცია

ტონი კროოსმა ვეიგას საუდის არაბეთში ტრანსფერს სამარცხვინო უწოდა

ტონი კროოსმა ვეიგას საუდის არაბეთში ტრანსფერს სამარცხვინო უწოდა
თარიღი 24 აგვ 2023, 14:38
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი უარყოფითად გამოეხმაურა ინფორმაციას "სელტას" 21 წლის ნახევარმცველის, გაბრიელ ვეიგას საუდის "ალ-აჰლიში" მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, გერმანელმა ფეხბურთელმა კრიტიკული კომენტარი დატოვა: „სამარცხვინოა“.

აღსანიშნავია, რომ ვეიგას ტრანსფერით ბევრმა ევროპულმა კლუბმა გამოიჩინა ინტერესი. "ბარსელონას", "პსჟ"-ს, "მანჩესტერ სიტის" და "ნაპოლის" მოთამაშის შეძენა სურდათ, მაგრამ ფეხბურთელი საუდის არაბეთისგან უკეთეს ფინანსურშეთავაზებაზე დათანხმდა.

გასულ სეზონში გაბრიელმა ესპანეთის ჩემპიონატში 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.