ავტორიზაცია

ტოპ 10 ფეხბურთელი რომელიც ეროვნული ლიგიდან ყველაზე დიდ თანხად გაიყიდა

ტოპ 10 ფეხბურთელი რომელიც ეროვნული ლიგიდან ყველაზე დიდ თანხად გაიყიდა
თარიღი 03 Sep 2024, 17:42
ეროვნული ლიგის გათმაშების რიგით მე-8 სეზონი მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი გამორჩეული ტრანსფერი განხორციელდა.

მათ შორის ისეთებიც, რომელშიც უცხოურ გუნდებმა ქართული საზომიდან გამომდინარე მსუყე თანხა გადაიხადეს.

Transfermarkt-ის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ტოპ 10 ტრანსფერს, რომელშიც ქართულმა გუნდებმა ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს.

1. ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში", 13.3 მილიონი ევრო)

2. გიორგი მამარდაშვილი (თბილისის "დინამოდან" "ვალენსიაში", 3.85 მილიონი ევრო)

3. ლუკა გაგნიძე (თბილისის "დინამოდან" მოსკოვის "დინამოში", 1.5 მილიონი ევრო)

4. გიორგი ჩაკვეტაძე (თბილისის "დინამოდან" "გენტში", 1.5 მილიონი ევრო)

5. ზურიკო დავითაშვილი (ბათუმის "დინამოდან" "ბორდოში", 1.25 მილიონი ევრო)

6. გიორგი გოჩოლეიშვილი (თბილისის "იბერიადან" დონეცკის  "შახტარში", 1.0 მილიონი ევრო)

7. გიორგი კვერნაძე (ფოთის "კოლხეთიდან" "ფროზინონეში", 900 000 ევრო)

8. ნიკა ნინუა (თბილისის "დინამოდან" "პაოკში", 850 000 ევრო)

9. ტიერი გეილი (გორის "დილადან" ვენის "რაპიდში", 800 000 ევრო)

10. ოთარ კიტეიშვილი (თბილისის "დინამოდან" გრაცის "შტურმში", 760 000 ევრო)