TOP 5 | საუკეთესო ბომბარდირები გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე საუკუნის ისტორიაში

21-ე საუკუნეში, გერმანიის ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა — პოლონელმა ფორვარდმა მეტოქეთა კარი 312-ჯერ აიღო.
აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს 187 გოლით კლაუდიო პიზარო იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 170 გატანილი ბურთით მარიო გომესი იმყოფება.
ხუთეული ასე გამოიყურება
1) რობერტ ლევანდოვსკი — 312 გოლი / 384 მატჩი
2) კლაუდიო პიზარო — 187 გოლი / 447 მატჩი
3) მარიო გომესი — 170 გოლი / 319 მატჩი
4) მარკო როისი — 156 გოლი / 391 მატჩი
5) ტომას მიულერი — 150 გოლი / 499 მატჩი