ავტორიზაცია

ტორგან აზარი ბელგიის ჩემპიონატში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

ტორგან აზარი ბელგიის ჩემპიონატში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 06 სექ 2023, 17:36
ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი ტორგან აზარი დიდი ალბათობით კარიერას ბელგიაში გააგრძელებს. 

გერმანული Sport1-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" და "ანდერლეხტი" 30 წლის ფეხბურთელის 4 მილიონ ევროდ ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

აზარი "ანდერლეხტთან" კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს. ეს ძალიან მალე მოხდება, რადგან ბელგიაში სატრანსფერო ფანჯარა ოთხშაბათს საღამოს იხურება.