ავტორიზაცია

თორნიკე მორჩილაძე: გულდასაწყვეტია, რომ დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ

თორნიკე მორჩილაძე: გულდასაწყვეტია, რომ დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ
თარიღი 15 Nov 2024, 23:40
ხორვატიასთან მოგების (1-0) შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე მორჩილაძემ კომენტარი გააკეთა:

"შეხვედრას, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ, რადგან გავიმარჯვეთ. გულდასაწყვეტია, რომ დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ, მაგრამ ახლა განმეორებით მატჩზე უნდა გადავერთოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მინიმუმ შევინარჩუნებთ ამ ანგარიშს და გავალთ ევროპის ჩემპიონატზე.

მეტოქე ძალიან ძლიერია, ხორვატიის ნაკრები ძლიერი მოთამაშებიით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხარისხი გვაქვს. მზად ვართ ყველაფრისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მოვხვდეთ და არა ხორვატები."

საქართველომ ხორვატია 21-წლამდე ევროს ფლეიოფის ფინალის პირველ მატჩში 1-0 სძლია.