ავტორიზაცია

ტორპედოს მწვრთნელმა აქტობესთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

ტორპედოს მწვრთნელმა აქტობესთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 28 ივლ 2023, 09:41
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" დაუპირისპირდა და 4:1 განადგურდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ მეტოქესთან მეტად აგრესიულად გვეთამაშა, რაც ვერ მოვახერხეთ. საკმარისი ტემპი არ გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო სწრაფად ავთამაშდით და პირველ 20 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ, შეცდომა დავუშვით და გოლი მივიღეთ. იმედგაცრუებული ვარ.

ჩვენი მიზანია, ყაზახეთში ძალიან დიდი ძალებით შევუტიოთ და სწრაფი გოლის გატანას პირველივე წუთებიდან შევეცადოთ. თუ ქამბექი გვსურს, სხვა გზა არაა", - განაცხადა კინმა.