ტოტენჰემი გლადბახის მცველს უმიზნებს
"ტოტენჰემმა" "გლადბახს" მცველ მატიას გინტერის ტრანსფერზე წინადადებით მიმართა, წერს Bild.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა "დეზებისა", 27 წლის გერმანელით "ლივერპული" და "ინტერიც" ინტერესდებიან.
როგორც აღინიშნება, ფეხბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას საკუთარ მომავალზე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიღებს.
თავის მხრივ, "გლადბახი" მზად არის უკანახაზელი გაყიდოს, რადგან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფინანსური პრობლემები აქვს.
2020/21 წლების სეზონში გინტერმა "გლადბახის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ბორუსიელთა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.