ტოტენჰემი გრანადას მცველით ინტერესდება

"გრანადას" მცველმა, დომინგუშ დუარტემ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Express.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის პორტუგალიელისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის.
გასულ სეზონში დუარტემ "გრანადას" რიგებში 40 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
Tranfermarkt-ის ვერსიით, უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.