ტოტენჰემი კორინთიანსის ახალგაზრდა თავდამსხმელით ინტერესდება
"კორინთიანსის" ფორვარდმა, როდრიგომ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ბრაზილიელისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის, რომელმაც ფეხბურთელთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.
მიმდინარე სეზონში როდრიგომ "კორინთიანსის" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.